გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მაშველი ძაღლები - ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გააცილეს

27-06-2020

ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამასხურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.


"ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამასხურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. მათ 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს კი უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა - პინტო. სამსახურს ახალი ძაღლების მიღება და გაწვრთნა აქვს დაგეგმილი. მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.