გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

154 752 ლარი წელიწადში - გორის მერიამ საწვავის ხარჯი 10 ტონით გაზარდა

27-02-2018

2018 წელს, გორის მერია 74,4 ტონა ბენზინს გახარჯავს. ამის თაობაზე ,,რომპეტროლთან" ხელშეკრულება გაფორმდა.

თვითმართველობის ბიუჯეტიდან, შეძენილი საწვავისთვის 154 752 ლარი დაიხარჯება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია 2014 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები, მათ შორის, როგორც ქალაქის, ასევე, რაიონის და აღმოჩნდა, რომ ყველა წლის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება.

2017 წლის ბოლოს ქალაქისა და რაიონის თვითმმართველობები გაერთიანდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იყო.

სქემა ასე გამოიყურება: (გაერთიანებულია 2014-2017 წლებში რაიონისა და ქალაქის ხარჯები)

საწვავი ლარებში:

2014 წელი - 43 792 ლარი
2015 წელი - 116 678 ლარი
2016 წელი - 108 486 ლარი
2017 წელი - 103 280 ლარი
2018 წელი - 154 752 ლარი

საწვავი რაოდენობის კუთხით:

2014 წელი - 23, 8 ტონა
2015 წელი - 67, 8 ტონა
2016 წელი - 73, 8 ტონა
2017 წელი - 64,2 ტონა
2018 წელი - 74,4 ტონა


2018 წელს ქალაქის მერიას 15 მანქანა ემსახურებოდა, მანამდე ეს მანქანები გადანაწილებული იყო როგორც ქალაქის მერიაზე, ასევე, მუნიციპალიტეტის თემის გამგეობაზე. ქალაქს 11 მანქანა, ხოლო თემს - 4 მანქანა ემსახურებოდა. ავტოპარკი შეცვლილი არ არის.

 


საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"