გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორის მე-9 სკოლაში მოსწავლემ ფერდი აიტკია- პოლიციამ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

27-02-2018

გორის მე-9 საჯარო სკოლაში პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პატრულის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

ამ წუთებში კი, კრიმინალური დეპარტამენტის დეტექტივები მუშაობენ. შს სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, მხოლოდ მოკვლევას აწარმოებენ.

მიცემული ახსნა-განმარტებებით, ირკვევა, რომ მოზარდები ერთმანეთთან ,,ხუმრობდნენ', რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ფერდი აიტკია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლით არ დაწყებულა. პოლიციელები არ ამბობენ, ვინ და რა განცხადებით მიმართა 112-ს.

საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"