ორშაბათი, ივნისი 09, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

29-06-2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩუმლაყში მკვლელობა მოხდა. 

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

 

შემთხვევის დროს, დაიჭრა კიდევ ერთი ახალგაზრდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ცეცხლსასროლი ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

 

„რამდენიმე წუთის წინ კლინიკაში შემოიყვანეს ორი მამაკაცი. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორეს მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციაშია, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება“,- განაცხადა ორველაშვილმა.]

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის, დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 პრაიმტაიმი