გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ანრი ოხანაშვილი: "ნაციონალურმა მოძრაობამ" საერთაშორისო დონეზე მოიჭრა თავი

29-06-2020

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური შეთანხმებაა და "ნაციონალური მოძრაობის" კენჭისყრაში მონაწილეობა არაფრისმომცემი არ იქნება.

"საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც "ქართული ოცნების" გუნდის მიერ არის ინიცირებული და რომელიც 8 მარტის შეთანხმებას ეფუძნება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური შეთანხმებაა. რაც შეეხება დანაშაულებრივ ორგანიზაციას, "ნაციონალურ მოძრაობას", მათი მონაწილეობა არაფრისმომცემი არ იქნება, მათ უკვე საერთაშორისო დონეზე მოიჭრეს თავი იმ შეთანხმებიდან გასვლით. მათ პოლიტიკურ ლიდერად გაიხადეს რა ვინმე რურუა, თავი მოიჭრეს საერთაშორისო დონეზე და ფარდა აეხადა მათ ე.წ პროდასავლურობას. რაც შეეხება მათ პოლიტიკურ მომავალს, საბოლოოდ „ქართული ოცნება“ დაასრულებს ნაციონალურ, დანაშაულებრივ ორგანიზაციას ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენი საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერით", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.