გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო

29-06-2020

„დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო. მოგეხსენებათ, რომ ბოლო სამი ათეული წელია ვერ მოხერხდა, ვერ ხერხდებოდა საქართველოში პროპორციულ ან პროპორციულთან მიახლოებულ სისტემაზე გადასვლა. ჩვენ ეს მოვახერხეთ! ასევე საზოგადოებამ კარგად იცის, რომ 2024 წელს არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო წელს, რამდენიმე თვეში, დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, სისტემის პროპორციულობა გაიზარდა და იგი 120/30 მოდელით არის წარმოდგენილი. ეს იყო შეთანხმების ნაწილი, ჩვენი პირობაც ეს იყო და ეს პირობა შესრულდა. დღეს ყველამ ერთად, არა მხოლოდ პარლამენტმა და პარლამენტარებმა, არამედ ქართულმა საზოგადოებამ შეძლო, რომ 2020 წლის არჩევნები უფრო მეტად პროპორციული სისტემით ჩატარდეს და ამის შემდეგ, საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. ეს არის დემოკრატიის მიღწევა, მისი ხარისხის ამაღლება და თუ თანხმდება საზოგადოება და კონსოლიდირებულია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ პროპორციული სისტემა მეტ დემოკრატიას უზრუნველყოფს, შესაბამისად, ამით მეტი დემოკრატია უზრუნველყოფილია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ.​

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რიგგარეშე სესიის 29 ივნისის პლენარული სხდომაზე 117 ხმით, საბოლოო - მესამე მოსმენით მიიღო.