კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
რუსეთიდან ცხინვალში კიდევ 40 სამხედრო კურსანტი დაბრუნდა

29-06-2020

300-ს მიაღწია იმ სამხედრო კურსანტთა რაოდენობა, რომლებიც რუსეთიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბრუნდნენ. ბოლო, 40-კაციანი ჯგუფი ცხინვალში, გუშინ, 28 ივნისს ჩავიდა.

ყველა მათგანი კარანტინში გადაიყვანეს. რუსეთში ეპიდაფეთქების გამო, კურსანტებმა დაბრუნება 24 აპრილიდან დაიწყეს.

ამჟამად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბოქსირებულ საავადმყოფოში კორონავირუსით 9 ადამიანი მკურნალობს. სააგენტო ,,რესის" ცნობით, მათ შორის, 8 სამხედრო კურსანტი და ერთი მედდაა.

ჯამში დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 76 გამოჯანმრთელებულია.

101 ადამიანი იმყოფება კარანტინში. ინფექციის პირველი სამი შემთხვევა თვითგამოცხადებულ 

რესპუბლიკაში 5 მაისს, რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კადეტებს დაუდასტურდა.

 

"შიდა ქართლი"