გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სენაკელი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

29-06-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ა(ა)იპ ‘’ქართული ოცნება_ ჯანმრთელი მომავლის’’ ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 4-5 ივლისს, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო კვლევები (მათ შორის, ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრამა) ჩატარდება.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს აკადემიური და სამედიცინო პერსონალი (თერაპევტი, კარდიოლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ორთოპედი, უროლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ზოგადი ქირურგი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი) შემდეგი კლინიკებიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი "ვივამედი’’, ალადაშვილის კლინიკა, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა "გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა და, ასევე, ა(ა)იპ ‘’ქართული ოცნება_ ჯანმრთელი მომავლის’’ მედპერსონალი.

  • ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;
  • მისამართი: სენაკი, ვაჰანიას ქ. N 1; საოჯახო მედიცინის ცენტრი ‘’მკურნალი’’.
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც, უწყების ბენეფიციარებს, წინასწარ მიეწოდებათ.