გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

29-06-2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა. მან ცვლილებებს ხელი მოაწერა.

"დღეს ისტორიული დღეა, ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში ახალ ნაბიჯს დემოკრატიულ გზაზე. მე მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს, როგორც არის დაგეგმილი. ისიც მჯერა, რომ პანდემიაც ვერ შეგვიშლის ხელს ამაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რიგგარეშე სესიის 29 ივნისის პლენარული სხდომაზე 117 ხმით, საბოლოო - მესამე მოსმენით მიიღო.