გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რაც დღეს აჭარაში ხდება ასეთი აღვირახსნილობა ასლან აბაშიძის დროსაც კი არ იყო - არმაზ ახვლედიანი

28-02-2018

რაც დღეს აჭარაში ხდება ასეთი აღვირახსნილობა ასლან აბაშიძის დროსაც კი არ იყო - აცხადებს არმაზ ახვლედიანი, რომელიც ბათუმის სანაპიროზე, სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს. ახვლედიანი პრემიერ -მინისტრს და პროკურატურას მოუწოდებს დაინტერესდნენ ბათუმში მიმდინარე მშენებლობებით, ასევე მერიის და აჭარის მთავრობის საქმიანობით. მისი თქმით, გაურკვეველი მშენებლობა მიმდინარეობს, რომელზეც ნებართვა გაცემულიც კი არ არის, ეს ინფორმაცია კი მან ბათუმის მერიის თანამშრომლებისგან მოიპოვა. ახვლედიანის განცხადებით აჭარის ხელისუფლება კორუფციულ გარიგებებშია ჩართული.

არმაზ ახვლედიანის ბრალდებებს აჭარის მთავრობაში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ სამუშაოები ტერიტორიაზე მართლაც მიმდინარეობს, ოღონდ გეოლოგიური შესწავლის მიზნით და აქ მალე აშენდება ერთ-ერთი ბრენდული სასტუმრო.

"პირველი რადიო"