გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი: უკანონო ქმედებაზე რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი

30-06-2020

„სამართალდამცავებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყების თანამშრომელი დააკავეს.

მინდა განვაცხადო, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყების ყველა თანამშრომელი, ვინც სარგებლის მიღებისთვის  გარიგებაში შევა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს,  მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე.


საქმის გამოძიების პროცესში სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ სამართალდამცავებთან.


ერთეულმა უკანონო ქმედებებმა არ უნდა შელახოს სახელმწიფო სტრუქტურის და იმ პროფესიონალი ადამიანების რეპუტაცია, ვინც პატიოსნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. 


საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არის სამინისტროს მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.


ნდობას, რომელიც უწყების მთავარია მონაპოვარია, ქმნის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.