გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვახტანგ გომელაური: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გამოჩნდება, საით უნდა წავიდეს გამოძიება

30-06-2020

"გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გამოჩნდება, საით უნდა წავიდეს გამოძიება", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა და პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. ამ გამოძიების ირგვლივ მე ბევრს ვერ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული. ჩართული ვართ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველა საგამოძიებო უწყება და ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს, რის საშუალებასაც ფაქტები გვაძლევს, ამ მიმართულებით წავედით და ისევ და ისევ, ყველა, როგორც დაკავებულების ადვოკატები, ასევე, დაზარალებული ოჯახის ადვოკატი, ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. მეტს ვერ ვისაუბრებ ამ თემიდან გამომდინარე. მაქსიმალურად გახსნილი ვართ ყველა მიმართულებით, აქედან გამომდინარე, თუ რამე ბრალდება აქვთ, მათ შეუძლიათ, გვითხრან პირდაპირ. მაქსიმალურად ვმუშაობთ ყველასთან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.