გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ტრაილერების მძღოლები არიან

30-06-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ტრაილერების მძღოლები არიან.


"26 თებერვლიდან დღემდე გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 928 კოვიდშემთხვევა. დღეს დილით იყო 2 ახალი შემთხვევა, 1 აქედან ინფიცირებულთან კონტაქტირებულია და მეორე გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. ტრაილერების მძღოლები გახლვთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი ინფექციის. "პისიარ" ტექნოლოგიით დღემდე დადასტურებულია 30-მდე სატვირთო მძღოლი, რომელმაც გადმოკვეთა საზღვარი. დღემდე ჩატარებულია 111 ათასი "პისიარ" ტესტი, ამას ემატება კიდევ 50 ათასამდე სწრაფი ტესტი როგორც ანტიგენზე ისე ანტისხეულზე დამყარებული", - განაცხადა გამყრელიძემ.