გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეები გათავისუფლებული იქნებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან

30-06-2020

მცირე მეწარმეები, რომლებიც ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, გათავისუფლდებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან. აღნიშნულის შესახებ გაცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ მოიჯარეებს პირადად აცნობა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს ბრძოლა ეკონომიკურ კრიზისთან და კრიზისით გამოწვეულ შედეგებთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ მოქალაქეებს.

,,ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეები გათავისუფლებული იქნებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი კომუნიკაცია უკვე კერძო სავაჭრო ობიექტებთან და მათ მესაკუთრეებმაც გამოხატეს მზადყოფნა გაავრცელონ შესაბამისი შეღავათები იქ მომუშავე ადამიანებზე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არ არის დრო გავზარდოთ გადასახადები და გადასახადების თვითნებურად გაზრდის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოხდება“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ე.წ. ხოფის ბაზრობაზე საქმიანობას 1405 მოიჯარე ეწევა. ისინი პირველი ივლისიდან, 5 თვის ვადით, გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადებისგან. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის გადარჩენას და შენარჩუნებას.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულები სახელმწიფოსგან სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობდნენ.