გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ვაშაძე: ცვლილებები არის კონსენსუსის და ჩვენი დიდი ბრძოლის შედეგი

30-06-2020

გიორგი ვაშაძე პოლიტიკური პროცესების ნორმალიზების აუცილებელ პირობად გიორგი რურუას გათავისუფლებას მიიჩნევს. „ახალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, ამასთან, საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს.

„პროცესების ნორმალიზებისთვის აუცილებელია რომ რურუა გათავისუფლდეს, პროცესების ნორმალიზებისთვის აუცილებელია საარჩევნო კოდექსში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები და პროცესების ნორმალიზებისთვის აუცილებელია „ქართულმა ოცნებამ“ ძალადობაზე აიღოს ხელი. ცვლილებები არის კონსენსუსის და ჩვენი დიდი ბრძოლის შედეგი. „ქართულმა ოცნება“ ტაშისკვრით მიიღო ცვლილებები. ეს ჩვენი გამარჯვებაა, ასეთივე ტაშისკვრით გადავიყვანთ ოპოზიციაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.

imedinews.ge