გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქსოვრისი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა

1-07-2020

საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დაასრულა, სადაც  მოძველებული ინფრასტრუქტურისა და   წყლის დებეტის სიმცირის გამო, მოსახლეობას წყალმომარაგების მხრივ პრობლემები ექმნებოდა.

სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას, ასევე აღდგა 160 მლ  პოლიეთინელის მილი  და   მოეწყო ახალი სადრენაჟო  სისტემა.

სამუშაოების შედეგად სოფელში არსებული წყლის დებიტის  რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და  ქსოვრისის მოსახლეობა,  24 საათინი, ხარისხიანი, წყალმომარაგებით  უკვე სარგებლობს.