გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პარლამენტმა პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

1-07-2020

91 მომხრე და 5 წინააღმდეგი - პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებები მოიცავს რამდენიმე დეტალს. კერძოდ, უფასო სარეკლამო დროს მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც 2020-ის არჩევნებში 1%-იან ბარიერს გადალახავენ, წინასაარჩევნო პერიოდში კი უფასო სარეკლამო დრო ძველი წესით გადანაწილდება.

ახალ კოდექსში ყველა პარტია, მათ შორის მცირე პოლიტიკური სუბიექტებიც, სარეკლამო დროს საკუთარი პარტიისთვის გამოიყენებენ. მმართველი პარტიის ინიციატივით, პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.