გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თურქეთში თვითდასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა სარფის საბაჟოსთან აქცია გამართეს

1-07-2020

თურქეთში თვითდასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი რამდენიმე თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები და საზღვრის ჩაკეტვის გამო სამუშაოდ თურქეთში დაბრუნებასაც ვერ ახერხებენ.


"25 მარტს დავტოვე საზღვარი, გადმოვედი კორონავირუსის შედეგად და ვერ დავრჩი იქეთ. ჩამოვედი, მეგონა, ერთ თვეში დავბრუნდებოდი, მაგრამ ვერ წავედი. ჩაკეტეს საზღვარი 1, 2, 3 თვით და მოვედით ამ დონემდე. როდემდე უნდა ვიყოთ ასე? არანაირი სამსახური არ გვაქვს," – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.


თვითდასაქმებულების უფლებადამცველის თამაზ ბაკურიძის განცხადებით, აქციის მონაწილეების პროტესტი სამართლიანია, რადგან მათ შემოსავლის წყარო დაკარგეს და ვერც ერთჯერადი კომპენსაცია მიიღეს.


"მიმაჩნია, ამ ადამიანების და ამათ უკან ბევრი ადამიანის მოთხოვნა სამართლიანია იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ თვეების განმავლობაში ეს ადამიანები დარჩნენ შემოსავლის გარეშე, ე.ი. არსებობის წყარო აღარ აქვთ. ამათგან არც ერთს 300 ლარიანი დახმარება არ აუღია, ვერ დარეგისტრირდნენ," - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.