გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

1-07-2020

ევროკავშირის მიერ 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში საქართველოს შეყვანის შემდეგ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს, - საზღვრების გახსნასა და რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში საქართველოს შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური და იმ წარმატების აღიარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით მიაღწია.

მომდევნო ეტაპია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები, რომლის დროსაც საქართველოს მთავრობა დეტალურად მუშაობს ყველა იმ პროცედურაზე, რომელთა გავლა მოქალაქეებს მოგზაურობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ და შესაბამის გადაწყვეტილებებს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მიიღებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად გაგრძელდება, რათა საქართველოს მოქალაქეებს თანმიმდევრულად გაეხსნათ ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა და ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხოდ იმოგზაურონ საქართველოში.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, ახალი მიმართულებები დაემატება იმ დედაქალაქების ჩამონათვალს, სადაც კომერციული ჩარტერული რეისები დღესაც სრულდება. საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია და თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღება.