გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დავით ჩიკვაიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

2-07-2020

1 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს.

 

განიხილულ იქნა მერის სახელზე მოქალაქეთა მხრიდან წამოჭრილი პრობლემური საკითხები და მათი მოგვარების შესაძლებლობები, კერძოდ, მუნიციპალიტეტში ბოლო დროს უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების რაოდენობის მატების, სოფლების ტრანსპორტით უზრუნელყოფის, გზების წმენდის , სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და მდინარეების კალაპოტის წმენდის შესახებ.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა წარმომადგენლებს დავალება მისცა სისტემატურად და პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ, ამასთან, კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული.

 

შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წარმომადგენლებთან შეხვედრების ფორმატში ცვლილების შეტანის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მიტანის, ასევე მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას