გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მერიის კიდევ 4 ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ გამოიტანა

28-02-2018

თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში ბრალდებული 5 პირიდან სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა ერთს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი საბანაძეს შეუფარდა. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა დაუსწრებლად, ვინაიდან ის მიმალვაში იმყოფება.

ამას გარდა, მოსამართლემ ძველი თბილისის გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე საქმეზე უდანაშაულოდ ცნო, დანარჩენ ბრალდებულებს კი მუხლი გადაუკვალიფიცირდა.

მოსამართლემ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე, მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე თაბუაშვილი, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო. ყველა ბრალდებულს 1 წლითა და 2 თვით პირობითი მსჯავრი დაედო.

"მარშალპრესი"