გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია

2-07-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ.

„მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად ხორციელდება. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წელს, წინა წელთან შედარებით, მოსავალი უფრო ნაკლებია. მოთხოვნა არის როგორც ქერზე, ისე ხორბალზე; ქერის ფასი 65 თეთრია, ხორბლის - 60 თეთრზე მეტი. ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რაც წინა წლების ანალოგიურ პერიოდში, მოსავლის აღების პერიოდში ფიქსირდებოდა. შესაბამისად, წელს ფერმერებისთვის ეკონომიკურად საინტერესო წელია. ვფიქრობ, სეზონი იქნება წარმატებული, რაც იმის დასტურია, რომ დარგი ვითარდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც კახეთის მხარის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, უკვე მეორე წელია რაც კომბაინების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ ხორბლის და ქერის აღება და დაბინავება უპრობლემოდ მოხდეს. 
კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყო და შეუფერხებლად, აგროვადების დაცვით მიმდინარეობს. ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის 100 ერთეული კომბაინი. 

კახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობები 71, 000-მდე ჰექტარს, ხოლო ქერის - 22,000ჰა-ზე მეტს შეადგენს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ხორბლის ნათესი ფართობები 50 ათასი ჰექტარი, ქერის კი - 27 ათასი ჰექტარია. 

წელს ხორბლის საპროგნოზო მაჩვენებელი 150 ათასი ტონა, ქერის კი 70-80 ათასი ტონაა.

დედოფლისწყაროში მინისტრთან და მხარის რწმუნებულთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.