გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სააკაშვილი: უკრაინაში საპროცესო შეთანხმებები უნდა შემოვიღოთ - საქართველოს ბიუჯეტში ამ გზით $2 მილიარდი დავაბრუნეთ

2-07-2020

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის საგადასახადო, სასამართლო და საბაჟო სისტემები რეფორმირებას საჭიროებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

სააკაშვილის თქმით, საბაჟო კორუფციისგან უნდა გათავისუფლდეს, როგორც ეს საქართველოში მოხდა, სადაც საბაჟო სამსახური ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ „საუკეთესოდ აღიარა“.

„რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს სასამართლო სისტემა. უკრაინაში სამართლიანობა არ არსებობს, ვინაიდან არ გვაქვს სამართლიანი სასამართლოები. ყველაფერი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ამის კონცეფციას წარვადგენთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება საგადასახადო სფეროსაც.

„უნდა გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი და დაწესდეს გადასახადი ქვეყნიდან გაყვანილ კაპიტალზე. კიდევ ერთი წინადადება ითვალისწინებს საპროცესო შეთანხმებებს პროკურატურასა და იმ პირებს შორის, რომლებმაც სახელმწიფოს ფული მოპარეს - თუ ისინი ფულს ბიუჯეტში დააბრუნებენ, ციხეში ჯდომა არ მოუწევთ. ამ გზით საქართველოს ბიუჯეტში 2 მილიარდი დოლარი დავაბრუნეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

imedinews.ge