გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია:სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს

2-07-2020

 

ჩვენს მევენახეებს ისევე, როგორც სხვა სექტორებს, ჩვენ ანტიკრიზისული დახმარება გავუწიეთ, რაზეც შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს  და არსებულ დარგებს ყურძნის გადამუშავებაც ემატება .პრემიერის თქმით, ეს იქნება ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი მევენახეებისთვის.

 

„ჩვენ განვიხილავთ ცვლილებებს სოფლის მეურნეობის პროგრამებში. ამ ცვლილების მიზანი გახლავთ ის, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და შეჰყავს ახალი დარგები. ისეთი, როგორიც არის თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება, დამატებული იქნება ყურძნის გადამუშავებაც. მოგეხსენებათ, რთველის პერიოდი მოდის, ამაზე ჩვენ შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ. ჩვენს მევენახეებს ისევე, როგორც სხვა სექტორებს, ჩვენ ანტიკრიზისული დახმარება გავუწიეთ, რაზეც შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ. ეს იქნება ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი, ჩვენი მევენახეებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.