გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პარლამენტმა ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს წუთიერი დუმილით მიაგო პატივი

2-07-2020

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 27 წლის წინ ტამიშის ოპერაციის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ ქვეყნის თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მეომრები გაიხსენა.

„დღეს არის 2 ივლისი, ზუსტად 27 წლის წინ, ლაბრა-ტამიშის ტერიტორიაზე გადმოისხა რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებისგან კონფრედერანტებისგან და სეპარატისტებისგან ერთობლივად შექმნილი დაჯგუფება. 27 წლის წინ იყო დიდი და ძლიერი ბრძოლები. კიდევ ერთხელ იყო დღე სიმწრის, უპასუხისმგებლობის, თავგანწირვის და საბოლოო ჯამში, ისევ ქვეყნის თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაში გამარჯვებული კაცების. მინდა, თქვენთან ერთად, წუთიერი დუმილით მოვიხსენიოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და სიძლიერეს შეეწირა”, -განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ.

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა.​