გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და ევროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის ყოფილმა მებრძოლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

2-07-2020

2 ივლისი აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღეა. კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტატანაშვილი და აფხაზეთის ომის მონაწილე, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის ყოფილი მებრძოლები ქალაქის ცენტრში მდებარე გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ. ყვავილებით შეამკეს მემორიალი და დაღუპული თანამებრძოლები გაიხსენეს.

1993 წლის 2 ივლისს დილით 5 საათზე დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ 600 კაციანი საზღვაო დესანტი გადმოსხა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველოფდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ქართველი ჯარისკაცებიდან 52 დაიღუპა. ქართულმა მხარემ ცხრადღიანი ინტენსიური ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცემბა შეძლეს დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება. 2 ივლისი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ერთდროულად გლოვისა და სიამაყის დღეა.

ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის შემადგენლობიდან ომში 36 მებრძოლი დაიღუპა, ხოლო 4 ივლისს ტამიშთან ბრძოლაში ერთი -სოფელ თეზში მცხოვრები შერმადინ შერმადინი.