გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ჩატარებული 70 ტესტიდან ვირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა

2-07-2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ჩატარებული 70 ტესტის პასუხი ცნობილი გახდა. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ვირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ამ ეტაპზე, გუდაუთის საავადმყოფოში 3 ინფიცირებულს მკურნალობენ.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 38 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 34 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ერთი გარდაიცვალა. ოკუპირებულ ცხინვალში კი, ბოლო მონაცემებით, მკურნალობას 9 ინფიცირებული განაგრძობს.


rustavi2