გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალციხეში 70 სული საქონელი მოიპარეს

3-07-2020

ახალციხის სოფელ ჭაჭარაქიდან, 70 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოიპარეს.

 

დაკარგული საქონელი სოფლის ოთხ მაცხოვრებელს ეკუთვნის. შემთხვევა, ღამით იმ საძოვარზე მოხდა, რომელიც თურქეთს ესაზღვრება.

 

ადგილობრივთა ნაწილი ეჭვობს, რომ პირუტყვი მეზობელ სახელმწიფოში გადაიყვანეს. ეჭვის საფუძველს შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ცხენის კვალი აძლევთ, რომელიც ნეიტრალურ ზონაში იკარგება.

მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ პირუტყვი ღამით გაიფანტა და მათი პოვნა მწყემსებმა ვერ შეძლეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” პუნქტით დაიწყო, რომელიც განმეორებით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

 

ეს სამცხე-ჯავახეთში, პირუტყვის ქურდობის და თურქეთში გადაყვანის პირველი შემთხვევა არ არის.

 

პრაიმტაიმი