გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: 7 ივლისს პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება

3-07-2020

იმის გამო, რომ პარიზი-თბილისის  ავიარეისი დაიგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე, „აირზენამმიიღო საყვედური ჩვენგან, მაგრამ რადგან ბილეთები უკვე გაყიდულია და  ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებს, რომლებმაც შეიძინეს ეს ბილეთები და დროულად სურთ ჩამოსვლა, ჩვენ მოვახერხებთ და ეს რეისი, როგორც დაგეგმილი იყო, 7 ივლისს შესრულდება“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტელეკომპანიაპოსტ ტვ-“ ეთერში განაცხადა.

 

 

როგორც მინისტრმა დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, მთავრობის პრეტენზიის არსი არის ის, როცა რაიმე არ კეთდება მოსახლეობის სასარგებლოდ. „კარგად გვესმისაირზენასიც,“ რომელსაც 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ფრენები არათუ გაუნახევრდა, 20 პროცენტიც არ დარჩა იქიდან, რაც აქამდე ჰქონდა. მას ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ეს ყველაფერი კარგად გვესმის, რადგან კომპანიას ჯერ კიდევ მაშინ მიადგა დარტყმა, როცა შარშან, 20 ივნისის მერე, რუსეთმა შეწყვიტა პირდაპირი ფრენები, სადაც ძირითადი სიხშირეებიაირზენასიიყო. შესაბამისად, მეორე წელია, ავიაკომპანიას სერიოზული დარტყმა ადგება პერმანენტულად, ამ დროს კი ჩვენ მას ვაკისრებთ დამატებით პასუხისმგებლობას, რომ იფრინოს ფიქსირებული ფასით, ჩვენი თანადაფინასებით, რაც  ასეთ დროს, მიზერულია ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მთავარია, რომ არსებული გამოწვევების დროს რეისები იყოს შეთანხმებული, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მგზავრთა უსაფრთხოება და ინტერესები“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

ნათია თურნავას თქმით, როდესაც მთავრობამ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროგრამა, „აირზენამრეისები შეასრულა მთავრობასთან შეთანხმებით, სადაც 200 ევროს არ აღემატებოდა ბილეთის ფასი და ის იყო სუბსიდირებული.  „მერე დავუშვით კომერციული ჩარტერები იმისთვის, რომ არ შეწყვეტილიყო მიმოსვლა - გადავდეთ რეგულარული ფრენები, მაგრამ კომერციული ჩარტერების უფლება მივეცით კომპანიებს. ჩარტერი კომფორტულია იმიტომ, რომ აკონტროლებ რაოდენობას, მიმართულებას, დროს და .. მაგრამ მე ვთვლი და ბევრი თვლის ასერომ კომერციული ჩარტერების ბილეთებზე გაუმართლებლად გაიზარდა ფასები, რაც, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას იწვევდა, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომაირზენამზოგიერთი რეისი დაგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარი უკვე ჰქონდა კომპანიის დამფუძნებელთან და იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება კომპანიის სამომავლო გეგმებში.