გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფოთში 43 წლის მამაკაცი მოკლეს

3-07-2020

ფოთში, ქალაქის გარეუბანში,  43 წლის მამაკაცი სასტიკად სცემეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს  წინ შელაპარაკება უძღოდა.    ნაცემი  მამაკაცი  ფოთის ჰოსპიტალში  გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

 

რეანიმატოლოგის გაგა ტყეშელაშვილის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში  სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მრავლობითი ტრამვული დაზიანებებით შეიყვანეს. მისივე თქმით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

 

 

 „43 წლის მამაკაცი ჰოსპიტალში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მრავლობითი ტრამვული დაზიანებებით შემოიყვანეს. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ,  პაციენტი გარდაიცვალა,“-განაცხადა ტყეშელაშვილმა.

 

 

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.