გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯილეხი – მართვადი, მაგრამ საშიში ინფექცია საქართველოში

3-07-2020

საქართველოში კერძოდ კი თიანეთში ციმბირის წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა, ინფექცია თავდაპირველად რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი მეპატრონე დაავადდა.

რამდენად საშიშია ეს ინფექციური დაავადება ადამიანის სიცოცხლისთვის და როგორ დავიცვათ მისგან თავი, pia.ge-ს კითხვებს ინფექციონისტი გია დეისაძე პასუხობს:

– ვინ შეიძლება დაავადდეს ჯილეხით?

– ჯილეხით, ძირითადად, ავადდებიან ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ აქვთ ცხოველებთან კონტაქტი, განსაკუთრებით, თუ ეს ცხოველი დაავადებულია. ასევე, ჯილეხით შესაძლოა, დაავადდნენ ყასბები, მწყემსები, გლეხები და ასევე, ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაავადებული საქონლის ხორცს შემთხვევით იყიდის. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ნაკლებად ხდება, შედარებით იშვიათია. 

– როგორ უნდა დავიცვათ თავი ჯილეხისგან?

– დაუშვებელია, მწყემსმა გაყიდოს ჯილეხით დაავადებული საქონლის ხორცი, ვინაიდან ამით სხვა ადამიანის დაავადების საფრთხე გაცილებით იზრდება, რადგან ცხოველის სისხლში არის ეს ინფექცია. რაც შეეხება თავის დაცვას, პირველ რიგში, თუკი ცხოველი ჯილეხით არის დაავადებული, მისი შესაბამისი დროული აცრა უნდა მოხდეს, ამით ფაქტობრივად, ვამცირებთ დაავადების გავრცელების რიკს.  განსაკუთრებით საყურადღებოა ცხოველები ზაფხულის პერიოდში, ამ დროს ნებისმიერმა მწყემსმა უნდა აცრას თავისი პირუტყვი.

ასევე, ინფექციონისტი გია დეისაძე საზოგადოებას ურჩევს, არ მოკიდონ ხელი ხორცს, რომელსაც არ აქვს სერთიფიკატი და არ არის ვეტერინარების მიერ დაშვებული დახლებზე გასაყიდად.

„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ქუჩაში გამოტანილი უსერთიფიკატო ხორცის ყიდვას მოვერდიოთ“, - ამბობს pia.ge-სთან საუბარში ინფექციონისტი.

ციმბირის წყლული, იგივე ჯილეხი, მწვავე ინფექციური დაავადებაა. ინფექციის ძირითადი წყაროა დაავადებული შინაური ცხოველი, განსაკუთრებით - მსხვილი რქოსანი პირუტყვი. ადამიანის ორგანიზმში ჯილეხის გამომწვევი ბაქტერია შესაძლოა შეიჭრას დაზიანებული კანიდან, სასუნთქი გზებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. დროული, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა ლეტალური შედეგიც კი დადგეს.

pia