გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია საქართველოში პოლონეთის სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

3-07-2020

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პოლონეთის სოლიდარობის ფონდი საქართველოში Solidarity Fund PL in Georgia - ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის „იყავი თანამმართველი“ მიმდინარეობას გაეცნენ. 

„პოლონური ფონდი ოზურგეთში სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესების მხარდაჭერას განაგრძნობს და პროექტების შემუშავებაში მოსახლეობის ჩართვას, განხორციელების გეგმების შექმნას უზრუნველყოფს. მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა, მათი აზრის გათვალისწინება და გადაწყვეტილებების მიღება, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს საბიუჯეტო სახსრები. ამ მხრივ, მოქალაქეებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ერთობლივი თანამშრომლობის კარგი მაგალითია სამოქალაქო ბიუჯეტი. მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი გურიაში მაღალი ინტერესითა და მოსახლეობის აქტიურობით გამოირჩევა,“ - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. 

პროექტი "იყავი თანამმართველი" არის პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფორმა, რომელსაც ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ოზურგეთის მუნიციალიტეტი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ახორციელებს. 

როგორც შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა და საერთაშორისო ექსპერტმა ვოლოდიმირ აბრამიუკმა აღნიშნა, აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ თვითმმართველობებს. გადაწყვეტილებებზე მოსახლეობის ზეგავლენის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის შეზღუდული გადაადგილების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ფონდის ექსპერტები, ურბანისტ-არქიტექტორი დაგეგმარებისა და მოსახლეობის ჩართულობის ფორმებზე იმუშავებს.