გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში ხელოვნურსაფრიან მოედანზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

3-07-2020

ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში ხელოვნურსაფრიან მოედანზე მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა, რომელსაც შპს „გლობალ სტანდარტ მშენი“ ახორცილებს, რისთვისაც 526 999 ლარი დაიხარჯება. ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთობლივად ახორცილებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ჯამში 3 მლნ ლარამდე დაიხარჯება.

პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად, საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ.