გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, უფრო მეტი მზადყოფნა უნდა იყოს

3-07-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოში ეპიდემიური ვითარება სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთ გამოიყურება, დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვა კვლავაც აუცილებელია. 


"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ჩვენს მეზობელ ან სხვა ქვეყნებში, ეს  დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უნდა იყოს უფრო მეტი მზადყოფნა. მთავარი რეკომენდაციები - პირბადის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა და ჰიგიენის წესების დაცვა, დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება- ეს რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დავიცვათ" - განაცხადა გამყრელიძემ.