გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია: სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან სხვა რაიმე თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიონ

3-07-2020

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან სხვა რაიმე თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიონ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „მთავარი არხის“ სიუჟეტზე სუს-ის გამოძიებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, „მთავარი არხი“ არ დაუშვებს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, „მთავარი არხი“ არ დაუშვებს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. ამაში ვარ სრულად დარწმუნებული. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან სხვა რაიმე თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიონ, დარწმუნებული ვარ ამაში, შეკითხვას თუ რიტორიკულად მისვამთ ჩემი პასუხი ასეთია, ვერ ჩაერევიან,“- აღნიშნა პრემიერმა.