გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა პოსტი დატოვა

3-07-2020

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა პოსტი დატოვა. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით ბარლიანის წასვლის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ხელმძღვანელმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა დავით ბარლიანმა გუშინ თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე და პოსტიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. იგი მუშაობის გაგრძელებას გეგმავს საექიმო საქმიანობის მიმართულებით. ამჟამად, ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობას ადმინისტრაციის უფროსი ასრულებს“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში 2020 წლის 28 თებერვლიდან, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, საკარანტინე სივრცე ფუნქციონირებდა. უწყებამ მულტიპროფილური სერვისების მიწოდება გუშინ განაახლა.

ინტერპრესნიუსი