გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: დავით ჭაკუა მხილებულია უმძიმეს დანაშაულებში

3-07-2020

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დავით ჭაკუას გერმანიიდან ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ჭაკუა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე.

„ჭაკუა იყო იმ რეჟიმის ერთერთი მთავარი დამნაშავე. ის არის მხილებული უმძიმეს დანაშაულებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვიან მაგრამ სამართალი მაინც აღსრულდა და ჩვენს დასავლურ პარტნიორებს გერმანელებს დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან მათ დიდი წვლილი მიუძღვით სამართლის აღსრულებაში. ეს მაგალითია ყველასთვის. ისეთი ფაქტები არარ უნდა განმეორდეს რაც იყო 2012 წლამდე. ეს იყო უმძიმესი დანაშაულები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.