გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რუსლან აბაშიძე შეერთებული შტატების ხელისუფლებას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

4-07-2020

აფხაზეთის ავრონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, რუსლან აბაშიძე აშშ-ის ხელისუფლებას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას და ამერიკელ ხალხს გილოცავთ ეროვნული დღესასწაულს- ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს.

საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები ორმხრივ პატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული, რომელიც შეუქცევადი ხასიათის მატარებელია და ურთიერთთანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს.

ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მუდმივ მცდელობაში, აფხაზეთიდან დევნილთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების აუცილებლობის მუდმივ მხარდაჭერაში, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი საზოგადოების უფლებების დაცვასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თანადგომაში გამოიხატება.

მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე და ვუსურვო ამერიკელ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და სტაბილურობა"-ნათქვამია მისალოც წერილში.