4-07-2020
კასპში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის გაზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამწავი უწყების ინფორმაციით, ამ მუხლით მიმდინარე გამოძიების მიხედვით დანაშაული დედამ ჩაიდინა.
ახალნამშობიარები ახალგაზრდა ქალი კასპის „მედალფაშია“გადაყვანილი. კლინიკის ექიმის ნინო ბოლქვაძის განცხადებით, ქალბატონი ჰოსპიტალში გართულებული მდგომარეობით შევიდა. მისივე თქმით, ამ დროისათვის ნამშობიარები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ქალბატონი შემოვიდა დიაგნოზით მშობიარობის მესამე პერიოდით. ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა. ოპერაციული ჩარევა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფომ როგორც მე ვიცი აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს," - ნინო ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალმა იმშობიარა. ჩვილი საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს.