გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"არა ონის კასკადს" - ონში კასკადის მშემებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

4-07-2020

ონში კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. "არა ონის კასკადს" - ამ მოწოდებით  ადგილობრივები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რისკები სათანადოდ არაა გათვლილი, ამიტომ მთელს რეგიონს საფრთხე ემუქრება.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში, რაჭა ადგილობრივებისა და ტურისტების გარეშე დარჩება. აქციის მონაწილეთა განმარტებით, მათი მოთხოვნა აპოლიტიკურია, თუმცა თუ მთავრობა მათ მოწოდებებს არ გაითვალისწინებს, არ გამორიცხავენ, თავად ჩამოაყალიბონ პარტია და იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის. 

"არ დავუშვებთ ონის კასკადის მშენებლობას, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს. ჰესი, თუ  აშენდება რაჭა დაიცლება, საფრთხე შეექმნება ადგილობრივ მეწარმეებს და ტურისტულ სექტორს. ამიტომ მივმართავთ მთავრობას, გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება," - აცხადებენ ადგილობრივები.

აღსანიშნავია, რომ "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე ადგილზე გიორგი ვაშაძე მივიდა. აქციაზე გიორგი ვაშაძის გამოჩენას ადგილობროვების  უკმაყოფილება მოყვა. მათი თქმით, არ სურთ აქციის პოლიტიზება.

რუსთავი2