გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რა თანხები დახარჯეს გუბერნატორებმა შრომით ანაზღაურებაზე, საწვავზე, სატელეფონო საუბრებზე, მივლინებებსა და რესტორნებში 2017 წელს

28-02-2018

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" დღეს გაავრცელა კვლევა გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ 2017 წელს ხელფასებზე, დანამატებსა და პრემიებზე, ასევე საწვავზე, სატელეფონო საუბრებზე, მივლინებებზე და რესტორნებში გაწეული ხარჯების შესახებ.

2016 წელთან შედარებით, ხარჯების კლების ტენდენცია იკვეთება, თუმცა ეს არ ეხება ხელფასებსა და საწვავზე დანახარჯებს. შარშანდელის მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებლით კვლავაც პირველ ადგილზეა და ასევე, ლიდერობს გახარჯული საწვავის კუთხითაც; პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა კახეთის ადმინისტრაციამ გასცა; რესტორნისა და კვების მომსახურებაზე კი ყველაზე მეტი ხარჯი იმერეთის ადმინისტრაციამ გასწია.

შესაბამისი ინფოგრაფიკები და კვლევის სრული ვერსია იხილეთ ვებგვერდზე