გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ტურიზმის განვითარების ფონდი "მთავარ არხს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

4-07-2020

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი ტელეკომპანია "მთავარ არხს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს.

ფონდის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა გამოვეხმაურთ ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს ეთერში, კერძოდ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, სახელწოდებით „წყალი ივანიშვილისთვის“, რომელშიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტ, კურორტ ურეკში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა“-სთვის სახელმწიფომ უზრუნველყო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო არხების მშენებლობა, რისთვისაც 85 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

აღნიშნული მტკიცების დასაზუსტებლად, ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს წარმომადგენლები არ დაკავშირებიან არც თავად აღნიშნული სასტუმროს და არც ტურიზმის განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ სასტუმროს „პარაგრაფი რეზორტი და სპა“-სგააჩნია წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო არხების დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც კერძო ხარჯებით იქნა უზრუნველყოფილი. საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად, სასტუმრომ დაამონტაჟა გამწმენდი შენობა-ნაგებობა, ხოლო წყალმომარაგების კუთხით, მოწყობილია სამი, 60 მეტრის სიღრმის ჭაბურღილი, რომელიც ექპლუატაციაში სასტუმროს გახსნამდე ერთი წლით ადრე, კერძოდ 2016 წელს გაეშვა.

სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა“წყალმომარაგების ქსელზე დაერთდა ერთი თვის წინ, დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე, სატესტო რეჟიმისთვის, რომლის გამოყენებაც ამჟამად არ ხდება, ვინაიდან სასტუმრო დღემდე სრულიად მარაგდება დამოუკიდებელი ჭაბურღილებით, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სისტემასთან კავშირი არ აქვს"-ნათქვამია განცხადებაში.