გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 2 900 პასიური მწეველია

28-02-2018

“თამბაქო აღიარებულია 21-ე საუკუნის ყველაზე უფრო დიდ მკვლელად, საქართველოში თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით, ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 2 900 პასიური მწეველია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად კვდება თამბაქოთი გამოწვეული ზიანით.

“თამბაქო აღიარებულია 21-ე საუკუნის ყველაზე უფრო დიდ მკვლელად. თამბაქოზე მთელ მსოფლიოში მოდის სიკვდილიანობის დაახლოებით 10% – 7 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად კვდება თამბაქოთი გამოწვეული ზიანით. საქართველოში ეს ციფრი პროცენტულად უფრო მაღალი გვაქვს. ეს გახლავთ ყველაზე უფრო დიდი რისკფაქტორი დღეს არაგადამდები დაავადებების განვითარებისა, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი. თამბაქო, ასევე გახლავთ სიმსივნური დაავადებების გამოწვევის ნომერ პირველი მიზეზი. ამიტომ, 2003 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო თამბაქოს ჩარჩო კონვენცია, რომელსაც ჩვენც მივუერთდით. აუცილებელია კონვენციის ყველა მუხლი იყოს შესრულებული”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების მცდელობა რამდენჯერმე იყო და 1-ელი მაისიდან უნდა ამოქმედდეს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის ძირითადი მუხლები.
გამყრელიძე იმედოვნებს, რომ კანონმდებლობის იმპლემენტაცია ეფექტურად განხორციელდება.

“ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, ქვეყანამ თანდათანობით გაზარდოს გადასახადები თამბაქოზე, რაც არის საუკეთესო მეთოდად აღიარებული. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს”,- აღნიშნა გამყრელიძემ.

"კვირა"