გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

6-07-2020

ოკუპირებული აფხაზეთიდან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შუახნის მამაკაცი გვიან ღამით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.

ექიმის ცნობით, დაზარალებულს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„შემოყვანილია შუახნის მამაკაცი, რომელსაც მიყენებული აქვს ჭრილობა ბარძაყის შუა მესამედში. სავარაუდოდ, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული“, - განცხადა მორიგე ექიმმა თეა პაჭკორიამ.