გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

BBC: როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში

6-07-2020

„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული მაუწყებელი და მკითხველს ქართველ ეპიდემიოლოგებზე უამბობს.


„საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, დიდი პატივისცემა დაიმსახურეს. სამეულში არიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის კიდევ ერთი სახე იყო მარინა ეზუგბაია, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელია. საქართველოში 19 ლაბორატორიაა, სადაც კორონავირუსზე ტესტირებები ტარდება“ - წერს BBC.


გამოცემა მკითხველს საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას აცნობს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ვირუსთან გამკლავება მყისიერი რეაგირებისა და ეპიდემიოლოგთა მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად შეძლო.


„საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული და 3.7-მილიონიან ქვეყანაში, 15 ადამიანია ვირუსით გარდაცვლილი. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა. მთავრობის რეაგირება მყისიერი იყო. მარტის შუა რიცხვებში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესი დაიხურა და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, აიკრძალა შეკრებები და ქალაქში გადაადგილება. ასევე, ამოქმედდა ღამით კომენდანტის საათი“ - აღნიშნულია სტატიაში.


imedinews.ge