6-07-2020
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისორგანიზებით და ა(ა)იპ ‘’ქართული ოცნება_ ჯანმრთელი მომავლის’’ ხელშეწყობით, მიმდინარეწლის 4-5 ივლისს, სენაკის მუნიციპალიტეტშიმცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალებისვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის და,ასევე, სოციალურად შეჭირვებული და დევნილი მოსახლეობისათვის, მრავალპროფილური, უფასოსამედიცინო კვლევები (მათ შორის, ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრამა) ჩატარდა.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობამიიღო 37-მა კვალიფიციურმა ექიმმა (თერაპევტი, კარდიოლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ორთოპედი, უროლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ზოგადი ქირურგი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი) შემდეგი კლინიკებიდან: თბილისისსახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველისაუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი‘’ვივამედი’’, ალადაშვილის კლინიკა, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიასსახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა და, ასევე, ა(ა)იპ ‘’ქართული ოცნება_ ჯანმრთელიმომავლის’’ აკადემიურმა და სამედიცინო მედპერსონალმა.
აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია 500-მდე პირს.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, უწყების სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახისწევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინოაქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებინფორმაციაც, უწყების ბენეფიციარებს, წინასწარმიეწოდებათ.