6-07-2020
ხობის სოფელ ნოჯიხევში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტომ კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოაწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებს და ადმინისტრაციულ შენობას.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე 1000 ფრთამდე ხოხბის ნამრავლს გამოზრდიან. ფერმაში კოლხური ხოხბების გარდა, ხონთქრის ქათმებიც ჰყავთ.
ამავე ცნობით, მეურნეობაში საკვები ბაზის უზრუნველსაყოფად წელს 10 ჰექტარზე დაითესა სიმინდის მარცვალი. სამომავლოდ იგეგმება მზესუმზირის დათესვა და მცენარეთა ენდემური ჯიშების სანერგეების მოწყობა.
მეურნეობა დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება დაათვალიერეს.
კოლხური ხოხობი საქართველოს ენდემური სახეობაა და მსისი პოპულაცია დღითი დღე მცირდება. მეურნეობის საქმიანობის ძირითად მიზანს კოლხური ხოხბის გამრავლება და ბუნებაში გაშვება წარმოადგენს.
რადიო "ათინათი"