გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რაჭა-ლეჩხუმის სახელმწიფო რწმუნებულმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

6-07-2020

სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძემ აბიტურიენტებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებში, წარმატებები უსურვა.

"აბიტურიენტებს წარმატებებს ვუსურვებ

დღეიდან, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები ერთიან ეროვნულ გამოცდებს შეცვლილი წესებით აბარებენ.

მსურს, ჩემი საუკეთესო სურვილები გადავცე თითოეულ მათგანს, მხარდაჭერა გამოვუცხადო და წარმატება ვუსურვო!

ყოველთვის განსაკუთრებულია ჩემთვის თქვენთან შეხვედრა, რეგიონის განვითარების შესახებ თქვენი ხედვის გაზიარება, მჯერა რომ შემდგომში საკუთარ პროფესიას მხარის განვითარებას მოახმართ, დარწმუნებული ვარ ყველა გამოწვევას ღირსეულად გაართმევთ თავს.

მჯერა თქვენი წარმატების, როგორც ყოველთვის, წელსაც საუკეთესო შედეგებს ერთად ვიზეიმებთ, 
კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ!", - განაცხადა ჯაფარიძემ.