გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი მარგველაშვილი „ლელოს“ სიაში, შესაძლოა, პარტიაში გაწევრიანების გარეშე შევიდეს

6-07-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ პოლიტიკური კონსულტაციები ფინალურ ფაზამდე ჯერ კიდევ ვერ მივიდა.

 

თუმცა როგორც პრაიმტაიმმა გაარკვია, შესაძლოა, ექსპრეზიდენტი, „ლელოს“ პროპორციულ სიაში პარტიაში გაწევრიანების გარეშე შევიდეს.

ლელო-საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, კახა კოჟორიძის განცხადებით, იურიდიული საფუძველი იძლევა იმის გარანტიას, რომ „ლელომ“ მარგველაშვილის კანდიდატურა პროპორციულ სიაში პარტიაში გაწევრიანების გარეშე შეიყვანოს.

 

„საერთოდ, პოლიტიკური პროცესი არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ყველა ადამიანი ერთ პარტიაში უნდა გაერთიანდეს.

 

გიორგი მარგველაშვილი არ ყოფილა არც ერთ პარტიაში და შესაძლოა, არც ახლა შემოუერთდეს „ლელოს“, მაგრამ იყოს „ლელოს“ მხარდამჭერი, ესეც მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იქნება.

 

უფრო კონკრეტულად, შეიძლება, გიორგი მარგველაშვილი “ლელოს” წევრი არ გახდეს, მაგრამ შესაძლოა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, რომ მხარს უჭერს „ლელოს“. ჩემს ვარაუდს გეუბნებით, კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით – არა“,- განაცხადა კოჟორიძემ.

 

კოჟორიძის თქმით, ექსპრეზიდენტისა და „ლელოს“ პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

 

„გიორგი მარგველაშვილი „ლელოს“ პროპორციულ სიაში იქნება თუ არა – არ ვიცი. ასეთი გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ არსებობს. იურიდიული შესაძლებლობა არსებობს, რომ რომ ის სიაში იყოს, მიუხედავად მისა, რომ პარტიაში არ იქნება.

 

რა მდგომარეობაც იყო ორი კვირის წინ, დღესაც არის იგივე მოცემულობა. ამ ეტაპზე „ლელოსა“ და მარგველაშვილს შორის საარჩევნო პროცესში კონკრეტული თანამშრომლობის გამოხატულება არ არის მიღწეული. მამუკა ხაზარაძემ და „ლელომ“ ზოგადად თქვა, რომ გაგვიხარდება თუ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი შემოგვიერთდება და ამ პროცესში ჩვენთან ერთად იბრძოლებს“,- განაცხადა კოჟორიძემ.

 

ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ „ლელო-საქართველოსთვის“ დამფუძნებლებმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურეს, რომ ერთმანეთთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავენ.

 

პრაიმტაიმი