გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ივანე მაჭავარიანი: მინდა ყველა მეწარმეს ვუთხრა - გახსნა საკმარისი იქნება Covid19-ის გავრცელებისთვის, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის

6-07-2020


„მინდა ყველა მეწარმეს ვუთხრა - თუ ვინმეს ჰგონია, მათ შორის, რესტორნის, სასტუმროს ანდა სხვა ობიექტის მფლობელს, რომ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნის შემთხვევაში შემოსავალი მოემატება, ცდება. ასეთ შემთხვევაში, ტურისტების ძალიან მცირედი ნაკადი გვეყოლება, რაც საკმარისი იქნება კორონავირუსის გავრცელებისთვის, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის, რომ რამე მატერიალური სიკეთე მოიტანოს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, Covid19-ის გავრცელების პირობებში, შეიზღუდება ეკონომიკური აქტივობა, რაც გამოიწვევს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.

„Covid19-ის გავრცელების პირობებში, ისე შეიზღუდება ეკონომიკური აქტივობა, რომ ჩვენ რეალურად გავაუარესებთ ეკონომიკურ მდგომარეობას. დღეს, ჩვენი ეკონომიკა მცირდება, როგორც მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, ვფიქრობთ, -6%-ზე ავა, მაგრამ ამ ტიპის უკონტროლო გახსნის შემთხვევაში, იქნება -7% ან - 8%. ჩვენ ეს ყველაფერი დათვლილი გვაქვს. სწორედ ამით არის გამოწვეული ის სიფრთხილე, რომელსაც საქართველოს მთავრობა იჩენს საზღვრების გახსნის მიმართ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.